LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაიჯერა ხალხმა, რომ მართლა არის კოვიდინფექცია: რამდენიმე დღე გვექნება პიკი, მერე შემთხვევები შემცირდება

237
მარინია

“რამდენიმე დღე შესაძლებელია ვირუსის პიკი წარმოიქმნას. ეტაპობრივად კი დაინფიცირების შემთხვევები შემცირდება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ძალიან კარგია, რომ ყველა ინფიცირებული ვლინდება და მალევე ხდება მათი იზოლირების უზრუნველყოფა. მათი საზოგადოებისგან გარიდება კარგ შედეგებს მოგვცემს.

„კარგია, რომ ყველა ინფიცირებული ვლინდება და არ რჩება ბინაზე და საზოგადოებაში. შესაბამისად, ვფიქრობ რამდენიმე დღე გვექნება პიკი, შემდეგ კი შემცირდება“,- განაცხადა ენდელაძემ.

 

241 ახალი შემთხვევით ისევ აჭარა ლიდერობს: 35 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 33 მართვით სუნთქვაზეა

 

მან ასევე აღნიშნა, რომ, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისში უფრო მეტად ხდება რეკომენდაციების დაცვა.

„ვფიქრობ, თბილისში უფრო მეტად ხდება რეკომენდაციების დაცვა, დაიჯერა ხალხმა, რომ მართლა არის კოვიდინფექცია“,-განაცხადა მარინა ენდელაძემ.

რაც შეეხება საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესის განახლებას ეპიდვითარების ფონზე, მარინა ენდელაძის თქმით, სკოლებიდან ინფეციის მასობრივი გავრცელება არ უნდა მოხდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები