თბილისში, ტიციან ტაბიძი 92 ნომერში ხანძარია. როგორ “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. მათივე ცნობით, დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით ცნობა არ შესულა.
ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
