მთაწმინდაზე გუშინდელი ხანძრის შედეგად ორ ჰექტრამდე ტყის მასივია დამწვარი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ, წუხელ ადგილზე განაცხადა, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
მისი ინფორმაციით, დამწვარია დაახლოებით 2 ჰექტარი. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, როგორც მერაბ მალანიამ განმარტა, „ვერსია უამრავია, თუმცა ყველაფერს გამოძიება დაადგენს“.
ფოტო: ნოდარ ცხვირაშვილი