LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის სკოლებში ბავშვებს ვაშლებს დაურიგებენ – ჯეჯელავა ადრე გახმოვანებულ ოცნებას ისრულებს

125

სექტემბრიდან ყველა იმ სკოლაში, რომელსაც 1000–ზე მეტბავშვიანი კონტინგენტი ჰყავს, კვირაში ერთხელ მოსწავლეებისთვის ვაშლები დარიგდება.

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე  განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ სკოლებში ბავშვებს ვაშლები კვირაში ერთხელ დაურიგდებათ და მიზნად ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ისახავს.

სექტემბრიდან კვირაში ერთხელ თბილისის ათასზე მეტბავშვიან სკოლებში ვიწყებთ ვაშლების დარიგების კამპანიას. აღნიშნული პროექტის მიზანი, რომელიც ვაშლების დარიგებას ეხება, ის არის, რომ შემდგომ თავად მშობლებმაც გამოატანონ სახლიდან ბავშვებს, რაც, თავის მხრივ, ისევ ბავშვების ჯანსაღი კვებისთვის კეთდება. რეალურად, ამის ორგანიზება საკმაოდ რთულია, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია და გვსურს, რომ განვახორციელოთ ეს სურვილი. ეს კამპანია დაახლოებით 40 ათასიდან 60 ათასამდე ბავშვს შეეხება, საკმაოდ რთული და ძვირი პროექტი იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ტენდერი ჯერ არ გამოცხადებულა, თუმცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ პროცესში, ალბათ, მანდატურებსაც ჩავრთავთ და შესაძლოა, მათ დაურიგონ ბავშვებს ვაშლები,“ – განმარტა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ სკოლებში  ვაშლების დარიგების ინიციატივაზე მინისტრმა პირველად მაისის დასაწყისში გაახმოვანა, როდესაც განაცხადა, რომ  “ჩემი ოცნებაა, ყველა სკოლის შესასვლელში ვაშლიანი თასი იდგას”.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g