LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამერიკული პოლიცია Dodge–დან Tesla–ზე გადაჯდა და თავისი არჩევანით ძალიან კმაყოფილია

78
db56930526c6052048456a7a693032de43022be1

ინდიანას შტატის პოლიციამ ტრადიციული საპატრულო ავტომობილი Dodge Charger ახალი Tesla Model 3-ით ჩაანაცვლა. მას მერე ლამის ერთი წელი გავიდა და ელექტროქარმა ფასში სხვაობა უკვე გაანულა.

აღსანიშნავია, რომ ინდიანას პოლიცია იყო პირველი აშშ–ში რომელმაც უჩვეულო გადაწყვეტილება მიიღო და ავტოპარკი სედანების ნაცვლად ძვირადღირებული ელექტროქარებით შეავსო. „ტესლა“ 41 945 დოლარი ღირდა, Dodge კი მხოლოდ 33 ათასი, ასე რომ ახალი საპატრულო ავტომობილები დაგეგმილზე ძვირი დაჯდა. თუმცა, როგორც პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ირწმუნება, ფასში სხვაობის ამოღება ძალიან სწრაფად მოხერხდა.

ელექტროქარის ექსპლუატაცია ბევრად იაფი ღირს და სამართალდამცავებმა პირველივე წელს 6755 დოლარის ეკონომია შეძლეს. ეს კი თითქმის თავდაპირველი სხვაობის ტოლფასია. ამასთან, „ტესლა“ გარემოს არ აბინძურებს და თან ელექტროენერგია ბენზინზე უფრო იაფი ღირს.

ბონუსად „ტესლა“ უფრო სწრაფი და Dodge–ზე ბევრად ჩუმია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები