ახალგაზრდა ვატიკანელმა მღვდლებმა საქველმოქმედო კალენდრისთვის ფოტოები გადაიღეს და შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. რომის ცენტრში, ვატიკანის სახელმწიფოში გამოიცა შავ-თეთრი კალენდარი, რომელსაც ერთობ ბანალური დასახელება – Calendario Romano აქვს და მას ყურადღებას ალბათ არც მიაქცევდნენ, რომ არა ერთი ფაქტი, კალენდარი სინამდვილეში არც თუ ისე ბანალურია და მის გვერდებზე მომხიბვლელი ახალგაზრდა სასულიერო პირები არიან გამოსახული. ქველმოქმედებისთვის შექმნილი პროექტი გულგრილს ნამდვილად ვერავის დატოვებს.