LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

10 საინტერესო ფაქტი ჯეისონ მომოას შესახებ

2930
8111086-0-image-a-10-1546566322203

თვალი შეავლეთ ამ ახოვან მამაკაცს – დიახ ეს „კჰალ-დროგოა“, თუ გნებავთ აქვამენი“ უწოდეთ, ან კონანი“, ან თუნდაც „ატლანტიდა“. პრინციპში, ამას გადამწყვეტი მნიშნელობა არ აქვს, ჯეისონ მომოა ყველა როლში მამაცი, ათლეტური და სექსუალურია. ის 1-ელ აგვისტოს დაიბადა, ზოდიაქოთი კირჩხიბია, სიმაღლით 1,93, აქვს მუქი ყავისფერი თვალები, გამჭოლი მზერა და სახასიათო შრამი წარბზე.

,,ფორტუნა პლუსი” გიყვებათ 10 საინტერესო ფაქტს ჯეისონ მომოას შესახებ:

  • ჯეისონი ჰონოლულუში,  შემოქმედებით ოჯახში დაიბადა.  ის ბავშვობიდან იყო საზღვაო სპორტით გატაცებული.

  • მანამ, სანამ პირველ როლს სერიალში „მალიბუს მაშველები“ შეასრულებდა, წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა, მუდამ უხეში მამაკაცის იმიჯს როდი ირგებდა.

  • მან კოლორადოს უნივერსიტეტში საზღვაო ბიოლოგის ხარისხი დაიცვა, შემდეგ მუშაობდა მაშველად, შეისწავლა ფერწერა და ტიბეტში ბუდიზმსაც ეზიარა.

  • მომოას „დედიკოს ბიჭს“ ეძახიან, რადგან წითელ ხალჩაზე მუდამ დედასთან ერთად ჩნდება.

  • მომოა ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მსახიობადაა დასახელებული, თუმცა, თავად ამით არასდროს უამაყია, უფრო მეტიც, სიმაღლეს კარიერისთვის მუდამ შემაფერხებლად მიიჩნევდა. „ამხელა გაბარიტების გამო, მხოლოდ მსგავსი როლების მორგება მიწევს“, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში.

  • წარბზე შრამი რეალურია – ტრავმა ჯეისონმა თინეიჯერობის ასაკში, ბარში ჩხუბის დროს მიიღო.

  • ჯეისონი იდეალური მეუღლე და მამაა, ლიზა ბონესთან ას 15 წლიანი ქორწინება აკავშირებს, მათ ორი შვილი ჰყავთ.

  • 2015 წელს მსახიობმა ჰავაის წმინდა მთა, მაუნა-კეა, გადაარჩინა, სადაც სასტუმროს აშენებას აპირებდნენ.

  • იმისათვის, რომ „კჰალ-დროგოს“ როლისთვის წონაში მოემატა, დღის განმავლობაში ლიტრობით ლუდს მიირთმევდა.

  • ვარსკვლავი, ლენი კრავიცის ყოფილი მეუღლით, ლიზა ბონეთი ბავშვობიდან იყო მოხიბლული და საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ ერთხელაც მას მოიპოვებდა. ოცნება აუხდა, უფრო მეტიც, ჯეისონ მომოა და ლენი კრავიცი ახლა საუკეთესო მეგობრები არიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები