LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუ პოსტავ ხელისუფლებას: რატომ დაიჭირეს სტუდენტი

117

ტაივანელი სტუდენტი ციხეში მხოლოდ იმიტომ მოხვდა, რომ BBC-ის სტატია გააზიარა. გამოცემა „The Independent”-ის ინფორმაციით, ჯატუპატ ბუნპატარაქს ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოსტის გამო პატიმრობაში 2 წლის გატარება მოუწევს. რაც შეეხება ავბედით სტატიას, ის ტაივანის მეფის განვლილ გზას ეძღვნებოდა და როგორც მოსამართლემ ჩათვალა, საკმაოდ უღირსი და მისი უდიდებულესობის შეურაცხმყოფელი იყო. ამიტომ ჯატუპატი დააპატიმრეს და 5 წლიანი პატიმრობაც მიუსაჯეს. თუმცა, სტუდენტმა დანაშაული აღიარა, რის გამოც სასჯელი გაუნახევრეს. აღსანიშნავია, რომ ტაივანის ციხეებში სამეფო ოჯახის შეურაცხყოფისთვის სასჯელს ასობით ადამიანი იხდის და მაგალითად, ერთ-ერთ ტაივანელ მამაკაცს 9 ივნისს 35 წლიანი პატიმრობა სწორედ ამავე მიზეზის გამო მიუსაჯეს. რაც შეეხება BBC-ის სტატიას, ის ჯატუპატის გარდა კიდევ ათასობით ადამიანმა გააზიარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g