LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რაც შეიძლება დამწვარიყო – დაიწვა”

125

გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი გოგა ხაჩიძე სოციალურ ქსელში ხანძრების შესახებ წერს.

გოგა ხაჩიძის განცხადებით, კარგია როცა ტყეები მოვლილია, ხალხი კი მოწესრიგებული, თუმცა ამ ეტაპზე, მეტი სახანძრო ვერტმფრენი და ამ საქმის მცოდნე მფრინავია საჭირო.

მისი თქმით, ამ მოცემულობაში, სატყეო ხანძრის წვიმამდე ლოკალიზება, ნიშნავს იმას, რომ რაც შეიძლებოდა დამწვარიყო – დაიწვა.

“თუ ამ მოცემულობაში, სატყეო ხანძრის წვიმამდე ”ლოკალიზება მოვახერხეთ”, ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ რაც შეიძლება დამწვარიყო – დაიწვა.

სხვა შემთხვევაში, სანამ წვიმა არ მოვა, ”ტუპად” უნდა ვებრძოლოთ;
ყველაფრით, რითაც შეგვიძლია;
მეხანძრეები, მოხალისეები, ვერტმფრენი…
თუ საჭირო გახდა და გავრცელების საშიშროება დადგა – დიდ პერიმეტრზე დერეფნების გადაჭრით;
თუ უფრო მეტად გაჭირდა – მეზობლებს (უკრაინა, თურქეთი) ვთხოვოთ ავიაციით დახმარება…
წვიმამდე სრულად ვერ ჩავაქრობთ;

ჰო, კარგია როცა ტყეები მოვლილია, ტყეში მოსიარულე ადამიანები მოწესრიგებულები და პასუხისმგებლობით აღსავსენი, თუმცა ამისგან ჯერ შორს ვართ.
ძალიან კარგია, როდესაც ტყეში სახანძრო გზები არსებობს და ყველგან მიდის ტექნიკა, მაგრამ ამ მთა-გორიან ქვეყანაში თვითონ წარმოიდგინეთ გზების ყველგან მიყვანა რა დაჯდება (?!)
ალბათ უფრო მეტი სახანძრო ვერტმფრენი და ამ საქმის მცოდნე მფრინავი გვჭირდება.

p.s. სამი აგვისტო მაქვს გატარებული ტყის ხანძრის ქრობაში (მათ შორის ერთი იქ, სადაც დღეს ხანძარია) და რაც ზემოთ ჩამოვთვალე, ყველაფერი მიკეთებია”, – წერს გოგა ხაჩიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები