მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო” ბორჯომის ხეობაში ხანძრით განადგურებული ტყის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოებში ჩაერთვება. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში “ფეისბუქი” დაწერეს.
„გული გვტკივა, ბორჯომის ტყეებში გაჩენილი ხანძრის გამო. პირველივე წუთებიდან გვერდში ვუდგავართ იმ ადამიანებს, რომლებიც სტიქიას ებრძვიან ადგილზე – მეტყევეებს, მეხანძრეებს, მუნიციპალიტეტს, საქართველოს მთავრობას. დიდი იმედი გავქვს, რომ სტიქიას უახლოეს საათებში დავამარცხებთ. როგორც კი გაჩნდება საჭიროება, ჩავერთვებით ტყის ჯერ გაწმენდის, შემდეგ კი აღდგენის სამუშაოებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.