25 ოქტომბერს, რესტორანი „თაშრე“ მერაბ სეფაშვილს უმასპინძლებს. მომღერალი თავისი ახალი ალბომის წარდგენას აპირებს საზოგადოებისთვის.
მერაბ სეფაშილთან ერთად, სცენას დაიკავებენ „ქართული ხმების“ ტრიო, ასევე აჩი ფურცელაძე და ზუკა ხუციშვილი.
საღამო 19:00 საათზე დაიწყება.
ახალი ალბომისთვის მომღერალმა გამოიყენა სლოგანი „მერაბი მაინც მერაბია“, რომელიც ცნობილმა რადიოწამყვანმა და პიარმენეჯერმა, ხატია შამუგიამ წლებია, სპეციალურად მერაბ სეფაშვილისთვის მოიფიქრა.