შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 9 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე.
სააგენტოს ცნობით, მაშველებმა ურეკში, ოპერატიული რეაგირების შედეგად, ზღვიდან 4 პირი ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს.
წარმატებით დასრულდა სამაშველო ოპერაცია ბათუმში, სადაც წყალზე მაშველებმა უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე გადაარჩინეს.
მაშველებმა ზღვიდან ნაპირზე, ასევე, უვნებლად გამოიყვანეს: ქობულეთში – 2, ფოთში –1 და ანაკლიაშიც – 1 მოქალაქე.
ურეკის სანაპირო ზოლზე დაკარგული 2 ბავშვი შსს-ს მაშველებმა მშობლებს დაუბრუნეს.