LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სკოლებში ბულინგი – რა სტრატეგია აქვს შემუშავები განათლების სამინისტროს

97

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას, განცხადებით, სკოლებში ბულინგის წინააღმდეგ სამინისტროს სტრატეგია, ძირითადად, ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება.

მისივე თქმით, პედაგოგების, მანდატურებისა და სკოლის დირექტორებისთვის ბულინგის გამოვლენის საკითხზე ტრენინგები ტარდება, ასევე, მუშაობა მიმდინარეობს მშობლებთან და მოსწავლეებთან.

ძირითადად, ჩვენი სტრატეგიაა ცნობიერების ამაღლება ამ მიმართულებით. პირველ რიგში, ჩვენ ეს უნდა გავხადოთ მიუღებელი ყველასთვის. ვატარებთ ტრენინგებს და  ვმუშაობთ მშობლებთან, მოსწავლეებთან, რომ მათ იცოდნენ, რა შემთხვევაში აქვთ საქმე ბულინგთან და როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ სიტუაციაში. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციულადაც ვრეაგირებთ, სადაც პერსონალის მხრიდან ბულინგი გამოვლინდება,” – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები