LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს საგანგებო განცხადება: რა ხდება ზუგდიდში

182
90909

ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა შეიარაღებული პირი და რამდენიმე ადამიანი მძევლად აიყვანა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ზუგდიდში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები.

“ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში, დაახლოებით, 14:21 საათზე შევიდა.

პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

საპოლიციო ღონისძიების მშვიდობიანად წარმართვისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები.

ამის ჩვენება პირდაპირ ეთერში არ შეიძლება: პრემიერი ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს დაიცვან უსაფრთხოების ნორმები, პირდაპირ ეთერის რეჟიმში არ გადასცენ საპოლიციო ღონისძიების და სპეცდანიშნულების თანამშრომელთა მიერ წარმართული ოპერაციის ამსახველი კადრები. ეს საფრთხეს უქმნის მოქალაქეების და პოლიციელთა სიცოცხლეს, ასევე მათ ჯანმრთელობას.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის”, – ნათქვამია უწყების განხადებაში.

ზუგდიდში “საქართველოს ბანკში” 4 დამყაჩაღებელია: ერთ-ერთმა გაქცევა მოახერხა, ქალაქი მთლიანად პარალიზებულია

ზუგდიდში “საქართველოს ბანკში” ყაჩაღობაა: ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g