LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამის ჩვენება პირდაპირ ეთერში არ შეიძლება: პრემიერი ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციაზე

190
zugdidi gaxaria

ამ წუთებში ზუგდიდში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა. საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ქალაქის ცენტრში მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა და ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება დაუშვებელია.

„ახლა ამაზე საუბარი და მით უმეტეს პირდაპირი ეთერით გაშუქება არ შეიძლება, რადგან ღონისძიება მიმდინარეობს ამ წუთებშიც. ერთი ადამიანია დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ შეიჭრა ბანკის ფილიალში. დარწმუნებული ვარ სამართალდამცველები ყველა ღონეს გამოიყენებენ, რომ ეს ღონისძიება დამთავრდეს მშვიდობიანად.

რაც შეეხება კრიმინალს, არის გარკვეული დანაშაულებები, სადაც ზრდა გვაქვს, რადგან ზოგიერთი დანაშაული საერთოდ არ იყო 3-4 წლის წინ კვალიფიცირებული, თუმცა შეადარეთ მძიმე დანაშაულებების მუხლები 10, თუნდაც 15 წლის წინანდელ პერიოდს“, – აღნიშნა გახარიამ. 

ცნობისთვის, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ამ წუთებში ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

ზუგდიდში “საქართველოს ბანკში” ყაჩაღობაა: ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g