LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში “საქართველოს ბანკში” ყაჩაღობაა: ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს

179
BeFunky-collage - 2020-10-21T150644.311

ზუგდიდის ცენტრში მდებარე “საქართველოს ბანკში” ამ წუთებში ერთი პირი იარაღის მუქარით თანხის გატანას ცდილობს.

თვითმხილველის განმარტებით, მას მძევლად ჰყავს აყვანილი როგორც ბანკის თანამშრომლები, ასევე მომხმარებლები, რომლებიც შენობაში იმყოფებოდნენ.

“ფორტუნა” ერთ-ერთ თვითმხილველს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ბოროტმოქმედმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 5-ჯერ გაისროლა. ამ დროისათვის უცნობია დაშავებულთა ან დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია.

თვითმხილველის ინფორმაციით, უცნობი პირი რამდენიმე წუთის წინ შეიჭრა ბანკის შენობაში. ამ დროისათვის ბოროტმოქმედმა რამდენიმე მოქალაქეს მისცა უფლება შენობა დაეტოვებინათ.

თავდამსხმელს სახე დაფარული აქვს.

მიმდებარე ტერიტორია ამ დროისათვის გადაკეტილია. ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული.

“ფორტუნა” შს სამინისტროში დამატებით ინფორმაციაზე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g