LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში “საქართველოს ბანკში” 4 დამყაჩაღებელია: ერთ-ერთმა გაქცევა მოახერხა, ქალაქი მთლიანად პარალიზებულია

144
BeFunky-collage - 2020-10-21T153328.778

ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” შენობაში, “ფორტუნას” ინფორმაციით, 4 ბოროტმოქმედი იმყოფება, რომლებიც შეირაღაღებული არიან და ძალის გამოყენებით თანხის გატანას ცდილობენ.

ამ დროისათვის ქალაქი მთლიანად პარალიზებულია, გადაკეტილია ყველა ცენტრალური ქუჩა, ადგილზე შსს საპატრულო პოლიციასთან ერთად იმყოფება სპეციალური დანიშნულების რაზმი.

“ფორტუნას” წყარო ატყობინებს, რომ ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა გაქცევა მოახერხა.

ამ დრომდე მძევლად რჩებიან ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები.

რამდენიმე წუთის წინ დამყაჩაღებლებმა გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინეს. მათ ჰაერში 5-ჯერ ისროლეს.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცველები განკარგულებას ელოდებიან, რომ შენობის შტურმით აღება დაიწყონ.

ასევე გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ დამყაჩაღებლების მოთხოვნაა გაიტანონ თანხა, შემდეგ კი ოკუპირებულ აფხაზეთში გადავლენ.

 

ზუგდიდში “საქართველოს ბანკში” ყაჩაღობაა: ბანკის თანამშრომლები მძევლად აიყვანეს

 

თუმცა თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთი თავდამსხმელი შეიჭრა, იგივე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ “ერთი ადამიანია დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ შეიჭრა ბანკის ფილიალში”.

ამის ჩვენება პირდაპირ ეთერში არ შეიძლება: პრემიერი ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g