ვარშავაში NATO-ს გენერალური მდივნის კორტეჟი ავარიაში მოჰყვა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ცენტრალური ქუჩების კვეთაზე მოხდა. ერთმანეთს მინივენი და პოლიციის ავტომობილი შეეჯახნენ, რომელიც იენს სტოლტენბერგის კორტეჟს მიაცილებდა.
ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი პოლიციელია, ორი კი ქუჩაში მყოფი მოქალაქე. არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
