“კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა შესაძლოა აშშ-ში 2020 წლის ბოლოსთვის ხელმისაწვდომი იყოს. ამის შესახებ აშშ-ის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ექიმ ენტონი ფაუჩმ განაცხადა.
მისი თქმით, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა თავდაპირველად შეზღუდული რაოდენობით იქნება და პრიორიტეტების შესაბამისად გადანაწილდება.
„2021 წელს სავარაუდოდ ფართოდ გავრცელდება“, – აცხადებს ფაუჩი.
ის განმარტავს, რომ თავდაპირველად, ვაქცინა მხოლოდ მაღალი რისკის ჯგუფებსა და მედპერსონალზე იქნება გათვლილი.