ამ წუთებში ახალციხის ტყეში ხანძარია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ხანძრის ლოკალიზაციისთვის შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც “ფორტუნას” სამაშველო სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით უცნობია, რა ფართობზეა მოდებული ხანძარი.
უცნობია, ასევე, ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
ფოტო არქივიდან
