LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გახდა 16 წლის გოგო მსოფლიო ვარსკვლავი – მერაია ქერიზე სერიალს იღებენ

82

Starz-ის ტელეეთერით სულ მალე მერაია ქერის შესახებ სერიალის გაშვება იგეგმება. პროექტს სახელწოდება ჯერ არ აქვს, თუმცა ცნობილია, რომ მისი პროდიუსერი თავად მომღერალი იქნება.

სცენარს სერიალისთვის ნინა კოლმანი დაწერს, რაც შეეხება აღმასრულებელ პროდიუსერს, მერაია პარტნიორობას ბრეტ რეტნერს გაუწევს.

სერიალში მოქმედება 1988 წლის ნიუ-იორკში განვითარდება. მაყურებელი ნახავს, როგორ გახდა 16 წლის გოგო მსოფლიო ვარსკვლავი.

შეგახსენებთ, რომ ქერიმ პოპულარობა 90-იანი წლების დასაწყისში ჰიტებით „Vision Of Love“, „Love Takes Time“, „I Don’t Wanna Cry“ და „Emotions“ მოიპოვა. ის არის „გრემის“ ლაურეატიც.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g