“ქართული ოცნების“ პარლამენტში მარტო დატოვება არის ერთ-ერთი ფაქტორი და ხელისშემწყობი იმისა, რომ მივაღწიოთ რიგგარეშე არჩევენებს – ამის შესახებ „ფორტუნას“ გადაცემაში დღის თემა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, ოპოზიციურ პარტიებში ამ ეტაპზე ერთსულოვნებაა, თუმცა თუკი რომელიმე პარტიას საკანონმდებლო ორგანოში შესვლის სურვილი გაუჩნდება, ბობოხიძის მტკიცებით, ეს მიზნის განხორციელებას ხელს ვერ შეუშლის.
“ოცნებას” ვულოცავ, მან მოახერხა, რომ ირმა ინაშვილი, სანდრო ბრეგვაძეც კი ამ ბანაკში გადმოიყვანა. ჩვენ ყველას გვაერთიანებს ერთი საერთო მოთხოვნა. ბრძოლას აქვს სხვადასხვა წინაპირობა, განსხვავებით კობახიძისგან, რომელსაც ჰგონია, რომ პოლიტიკა მომენტის ამბავია, არა, ეს ხანგრძლივი პროცესია.
თუ რომელიმე პარტიას ექნება ცდუნება და შევა პარლამენტში, ბრძოლა შედარებით გართულდება, მაგრამ ეს არ იქნება გადამწყვეტი. როცა ჩააგდეს პროპორციული არჩევნები, ორი თვე მშვიდათ იყვნენ, ეგონათ გაუვიდოდათ, მაგრამ იანვარში მიხვდნენ, რომ ეს ასე არ იყო და მოუწიათ თავიანთი გადაწყვეტილების ალოკვა და მეტიც. აუცილებლად დამარცხდებიან”- თქვა აკაკი ბობოხიძემ.
31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს ოპოზიციურ პარტიათა უმეტესობა. ამის შესახებ განცხადებები დღეს უკვე გააკეთეს “ევროპულმა საქართველომ”, “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ლელომ”, “სტრატეგია აღმაშენებელმა”, “გირჩმა” და “ლეიბორისტულმა” პარტიამ.
შესაბამისად, მაჟორიტარული ოლქების მეორე ტურში შესაძლოა მხოლოდ მმართველი პარტია დარჩეს.
ფული არჩევნებს ვერ იგებს, არალეგიტიმურობაზე ლაპარაკი ღიმილისმომგვრელია: კობახიძე