საქართველოს გარდა, არჩევნებია აშშ-ც, თუმცა იქ პრეზიდენტს ირჩევენ. მთავარი კანდიდატები მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ჯო ბაიდენი არიან.
როგორც უცხოური სააგენტოები წერენ, ქვეყანაში დაძაბულ გარემოა და შეიძლება ითქვას, რომ ამერიკა საპროტესტო მუხტის გაზრდის მოლოდინშია.
ბოლო დღეებია ვრცელდებოდა კადრები, რომ სავაჭრო ობიექტების მფლობელები პრევენციის მიზნით, ობიექტების წინ სპეციალურ დამცავ კედლებს და ღობეებს ამონტაჟებდნენ. საარჩევნო უბნების დაკეტვის შემდეგ მასობრივი ძალადობას არ გამორიცხავენ.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ზოგიერთ შტატში კენჭისყრის დღის შემდეგ ვითარების გაუარესებასაც არ გამორიცხავენ.
ეგზიტპოლების მონაცემებით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს უგებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია არჩევნების რეალური შედეგები.