LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის რიგი წესები და პირობები შეიცვალა

272
F7B7D6F1-A91F-4FC8-9659-4C1431FA8FE9-w1080-h608-s-b

შეიცვალა საქართველოში უცხოეთიდან შემოსვლის რიგი წესები და პირობები. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათი ცნობით:

❗ უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, თვითიზოლაციაში განთავსდებიან 8 დღით, შემდეგი წესის შესაბამისად:

▪ უცხო ქვეყნიდან ჩამოსულმა პირმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის შემდგომაც დაექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას;

▪ თუ პირი ვერ წარმოადგენს PCR ტესტს, დაექვემდებარება სავალდებულო წესით საკარანტინე სივრცეში გადაყვანას.

❗ აღნიშნული წესი არ ეხება უცხოელ სტუდენტებს, მათთვის სავალდებულოა უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა და 12 დღიანი კარანტინი, საკუთარი ხარჯებით.

საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან:

▪ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები – მათ სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი;

▪ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, საფრანგეთის რესპუბლიკის, ლატვიის რესპუბლიკის, ლიეტუვის რესპუბლიკის და ესტონეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და ამავე ქვეყნების მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, თუ საქართველოში მოემგზავრებიან საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან.

აღნიშნული პირები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაექვემდებარებიან იზოლაცია/კარანტინს, თუ სპეციალურ ელექტრონულ ანკეტაში, რომლის შევსებაც გამომგზავრებამდე უნდა მოხდეს, ბოლო 14 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ ევროკავშირის 5 ქვეყნის, გერმანია, საფრანგეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, გარეთ მოგზაურობა, ან ჩატარებული PCR კვლევის შედეგად დაუდასტურდებათ ახალი კორონავირუსის არსებობა.

დამატებითი ინფორმაციისთვის: https://bit.ly/351wq6a

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g