15 სექტემბერს სასწავლო პროცესი საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განახლდება.
როგორც “ფორტუნასთან” განათლების სამინისტროში განაცხადეს, ტექნიკური პრობლემა არც ერთ სკოლაში არ არის და შესაბამისად, სწავლის გადადება არსად არ მოხდება.
განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით , რამდენიმე საჯარო სკოლაში ამ დროისთვსი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ეს სწავლის განახლებას ხელს არ შეუშლის. მათივე თქმით, სასწავლო პროცესის დაწყებამდე სამუშაოების ნაწილი დასრულდება .
2017-18 სასწავლო წლისთვის მაშტაბური რეაბილიტაცია ჩაუტარდა ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლას, ლეცეცხვაიესა და ფოთის მე-5 საჯარო სკოლებს. ინფრასტრუქტურის სარაბილიტაციო სამუშაოები მიმდიანრეობს თბილისის რამდენიმე სკოლაშიც.
მიმდინარე სასწავლო წლის დაწყებამდე სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მუშაობა დაასრულა თბილისის მე- 10 საჯარო სკოლაშიც. დასკვნის მიხედვით, შენობის ერთი ფლიგელი ავარიულად გამოცხადდა და დაიხურა. მოსწავლეები სწავლას სკოლის სხვა ფლიგელში შეძლებენ, რომელიც სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოა და სწავლის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება.