LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე დამიჭერ, მე გამანადგურებ, მამაჩემი გამოვა, დედაჩემი გამოვა და ყველანი დავდგებით აქ – ნიკა მელია

212
124425656-374263887354559-7324690192891175457-n

რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული ოპოზიცია მორიგ აქციას, შაბათს, 14 ნოემბერს, 15:00 საათზე გამართავს. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საპროტესტო აქციები ყოველდღე გაიმართება.

“თქვენი ციხის და თქვენი სასჯელის არავის ეშინიამ, ბრძოლა არ შენელდება. უამრავი საპროტესტო აქციები გაიმართება ყოველდღე. აქ ძალიან ბევრნი უნდა ვიყოთ, რომ მსოფლიომ დაინახოს 7000 და 6000 კი არა, როგორც კობახიძე ამბობს, არამედ ამაზე მეტნი ვართ.. მე დამიჭერ, მე გამანადგურებ, მამაჩემი გამოვა, დედაჩემი გამოვა, ჩვენი ოჯახის წევრები გამოვლენ და ყველანი დავდგებით აქ,”,-განაცხადა ნიკა მელიამ.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების არალეგიტიმურად ცნობასა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით აქცია მეორე დღეა იმართება. ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g