LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Mini-მ ახალ მოდელებზე ისაუბრა

148
minicooper2011

კომპანია Mini გეგმავს, რომ სამოდელო ხაზი სრულად განაახლოს. ყველასათვის საყვარელი „მინი კუპერის“ ნაცვლად გაჩნდება კომპაქტური ჰეტჩბეკი, Countryman კი გაზრდილ გაბარიტებს მიიღებს. ამასთან, ბრენდი ფიქრობს რომ ნაკლებად პოპულარულ მოდელებზე Convertible–სა და Clubman–ზე საერთოდ უარი თქვას.

ასეთი ცვლილებების მიზანი – „გამწვანებულ“ ავტობაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაა. „მინი“ გეგმავს რომ ერთ დღესაც სრულად ელექტროფიცირებული ბრენდი გახდეს, თუმცა ეს უახლოეს მომავალში ნამდვილად არ მოხდება.

კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, „მინის“ ახალი თაობის შექმნის გეგმა თითქმის 80%–ით მზადაა. პირველი სამი საკვანძო მოდელი დღის შუქს 2023 წლისთვის იხილავს – ეს იქნება პატარა სამკარიანი ჰეტჩბეკები, რომლებსაც ელექტროძრავიანი ვერსიაც ექნებათ და ბენზინის ძრავიანიც.

სიახლის ელექტრონული ვერსია გლობალური იქნება და ევროპულ თუ ჩინურ ბაზარს ერთად დაიპყრობს. ბენზინის ვერსია ანალოგიური ზომების იქნება, თუმცა დასაწყისისთვის მხოლოდ ოქსფორდის ქარხნის კონვეიერიდან ჩამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g