LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონი დეპის როლიდან განთავისუფლების შემდეგ მისი გულშემატკივრები „აქვამენი 2“-დან ამბერ ჰერდის გაშვებას ითხოვენ

570
safe-image

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული სკანდალური სასამართლო პროცესი დასრულდა. ის 57 წლის ჯონი დეპმა წააგო,  ემბერ ჰარდი კი ოჯახური ძალადობის მსხერპლად სცნეს. გასულ კვირას კი Warner Bros.-მა ჯონის  ფილმში „ჯადოსნური არსებების“ როლის დატოვება მოსთხოვა.  მსახიობის გულშემატკივრებმა მისი მხარდასაჭერი პეტიცია შექმნეს.

სულ ცოტა ხნის წინ კი ინფორმაცია გავრცელდა, რომ დეპის თაყვანისმცემლები „აქვამენი 2“-დან ემბერ ჰარდის გაშვებას ითხოვენ, ამისთვის უკვე პეტიციაცაა შექმნილი, ამ დროისათვის მასზე მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

შეგახსენებთ, „ჯადოსნური არსებების“ მესამე ნაწილის პრემიერა 2022 წლის 15 ივლისსაა ჩანიშნული. „აქვამენი 2“-ის პრემიერა კი 2022 წლის 16 დეკემბერს იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები