LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფეხბურთის ფედერაციასთან ხელჩართული ჩხუბია: აქტივისტებმა “ცხოველების ფერმა” მიიტანეს

239
Capture

სამოქალაქო აქტივისტები ფეხბურთის ფედერაციასთან აქციას მართავენ.

ცოტა ხნის წინ საპროტესტო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა და აქტივისტებსა და ფედერაციის თანამშრომლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

გავრცელებული ინფორმაციით, სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ კანცელარიაში წიგნი, ჯორჯ ორუელის სატირულ-ალეგორიული “ცხოველების ფერმა” მიიტანა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება შედეგად ერთ-ერთი აქტივისტი გიორგი კუპატაძე დაშავდა.

 

როგორც ერთ-ერთი აქტივისტი აცხადებს, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ორი პირი: ლევან ცქიტიშვილი და ლაშა სალუქვაძე (გულშემატკივარს მოეხსენება, რომ ორივე ყოფილი ფეხბურთელია და ეროვნულ ნაკრებშიც უთამაშიათ).
„ისინი იყვნენ ამ დარბევის ორგანიზატორები და დაიწყეს ჩვენზე ძალადობა. შემდეგ მათ აყვნენ ფედერაციის თანამშრომლები. 10-12 კაცი იყო და გამატებით გვცემდნენ. ჩვენ შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია. მინდოდა, რომ ფედერაციაში შევსულიყავი და ბატონი კობიაშვილისთვის წიგნი გადამეცა, რაზეც განმიცხადეს, რომ კანცელარია დაკეტილია და ზოგადად ფედერაცია არ მუშაობს. ამ დროს თვითონ გამოვიდნენ ფედერაციიდან და ვკითხეთ ისინი რატომ იმყოფებოდნენ იქ, თუ ფედერაცია არ მუშაობს. ამ შეკამათების მერე ცქიტიშვილი იყო პირველი ვინც ხელი დაარტყა ერთ-ერთ აქტივისტს. შემდეგ დაიწყო დარბევა“.

 

შეკრებილი აქტივისტები პროტესტს გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის უმნიშვნელოვანეს მატჩს გულშემატკივარი ვერ დაესწრო, ხოლო მთავრობის წარმომადგენლები სტადიონზე იმყოფებოდნენ.

 

მამა, ჩვენ რატომ ვერ წავედით თამაშზე…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g