LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმდენი ვიძახეთ ჩვენ ვმართავთ კოვიდს ყველაზე საუკეთესოდო…შედეგად 15 დან 20 ათასამდე გარდაცვლილ ჩვენს თანამოქალაქეს მივიღებთ: ბიძინა კულუმბეგოვი

2692
BeFunky-collage

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კვლავ ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობს და სოციალურ ქსელში წერს, რომ “ბოლო კვირაში შემთხვევების კუმულაციური რაოდენობით საქართველო მოწინავეთა რიგებშია”.

“ძირითადად სახელმწიფოთა უმრავლესობაში, მართალია ჩვენზე მდიდარ ქვეყნებში, ვიცით უკვე რა ზომებია მიღებული. აქ როდემდე ველოდებით? პასუხი გვინდა ვიცოდეთ.

იმდენი ვიძახეთ მსოფლიოში ჩვენ ვმართავთ კოვიდს ყველაზე საუკეთესოდო, ერთი რამ ნამდვილად იკვეთება, საქართველო უდაოდ პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც “ჯოგური” იმუნიტეტის მიღწევის შემდეგ “დაასრულებს” პანდემიას. შვედებს უდაოდ შეშურდებათ ჩვენი.

შედეგად 15 დან 20 ათასამდე გარდაცვლილ ჩვენს თანამოქალაქეს მივიღებთ!!!”- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.

ცნობისთვის, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ღია ეთერებშიც აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სისტემა კოლაფსთან ახლოს არის. სიტუაცია კი სასწრაფო გადაუდებელ რეაგირებას ითხოვს.

სერიოზული გადაწყვეტილებებია მისაღები, 2-3 კვირიანი ლოქდაუნი არ იქნებოდა ცუდი, სიტუაციას დაასტაბილურებდა – ბიძინა კულუმბეგოვი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g