“ვფიქრობ, რომ სერიოზული გადაწყვეტილებებია მისაღები, 2-3 კვირიანი ლოქდაუნი არ იქნებოდა ცუდი, სიტუაციას დაასტაბილურებდა”,-ამის შესახებ ინფექციონისტ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სისტემა კოლაფსთან ახლოს არის. სიტუაცია კი სასწრაფო გადაუდებელ რეაგირებას ითხოვს.
“მე ვფიქრობ, რომ სერიოზული გადაწყვეტილებებია მისაღები 2-3 კვირიანი ლოქდაუნი არ იქნებოდა ცუდი, სიტუაციას დაასტაბილურებდა. თუნდაც სარესტორნო და როგორც ევროპის ქვეყნები მოიხსენიებენ, არასაჭირო მაღაზიებისა და ობიექტების დახურვა. ჩვენ უნდა მოვახდინოთ გავლენა ეპიდემიის აღმავალ ტრაექტორიაზე, რომელიც არ გაჩერდება, მაგრამ სიტუაცია რომელშიც ვართ, ითხოვს სასწრაფო, გადაუდებელ რეაგირებას”,-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.