კომპანია infiniti–მ ახალი კროს–კუპე QX55–ის ფინალური თიზერი გამოაქვეყნა. სიახლე ცნობილი მოდელის FX–ის სტილისტურ რეინკარნაციას წარმოადგენს.
მოდელი Infiniti QX55–ის პრემიერა 11 ნოემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ბოლო წამს ღონისძიება რამდენიმე კვირით გადაიდო. კროსოვერის პრეზენტაცია მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამოს ონლაინ გაიმართება და მაყურებელს ამ დროს ამერიკული მუსიკოსი ალოე ბლეკი გაართობს.
ფინალურ თიზერში QX55–ის უკანა ნაწილია ასახული და წინა ნაწილი სავარაუდოდ ზუსტად QX50–ის სტილში შესრულდება. რაც შეეხება ტექნიკურ შიგთავსს, სიახლე ორი ლიტრის მოცულობის „ტურბო–ოთხიან“ ძრავს მიიღებს და აგრეგატს 272 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება.