მთავრობის გადაწყვეტილებით, 21-22 ნოემბერს გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს.
„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
ცვლილების თანახმად, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, 21-22 ნოემბერს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება.
ცვლილებას ხელს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს.
სააკორდინაციო საბჭომ ასევე განიხილა საარჩევნო უბნებზე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესების დაცვის საკითხი. აღინიშნა, რომ ისევე როგორც 31 ოქტომბერს, 21 ნოემბერსაც 17-ვე ოლქის საარჩევნო უბნებზე ზედმიწევნით იქნება დაცული ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმები.
შეგახსენებთ, 21 ნოემბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
პოლიცია მობილიზებულია: არჩევნები მშვიდად ჩატარდება – რა ბედი ელის “სირცხვილის დერეფნებს”