LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკმა საქართველოში 4 მილიარდის ინვესტიცია განახორციელა

81

მსოფლიო ბანკმა საქართველოში განხორციელებულ 100-ზე მეტ პროექტში 4.3 მლრდ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ სირილ მიულერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო აფასებს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას. მხარდაჭერას, როგორც ქვეყნის ინსტიტუციონალური განვითარების, ასევე კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას. მხარდაჭერას, როგორც ქვეყნის ინსტიტუციონალური განვითარების, ასევე კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით. ჯამურად, ამ პერიოდის განმავლობაში, მსოფლიო ბანკმა 4,3 მლრდ-ზე მეტის ინვესტიცია გააკეთა ჩვენს ქვეყანაში, საიდანაც მიმდინარე პროექტები მილიარდზე მეტია, ხოლო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ 1,8 მლრდ-ზე მეტის ინვესტიციები გააკეთა,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g