LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბნელი გვირაბის ბოლოს შუქი უფრო კაშკაშა ხდება – ჯანმოს ხელმძღვანელი

707
gebreisusi-w-h

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანო გებრეიესუსი აცხადებს, რომ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი პოზიტიური სიახლეები კორონავირუსის პანდემიის დამარცხების იმედს იძლევა.

ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა.

„ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი პოზიტიური სიახლეების წყალობით, ამ ბნელი გვირაბის ბოლოს შუქი უფრო კაშკაშა ხდება. ახლა რეალური იმედი გვაქვს, რომ ვაქცინა სხვა ზომებთან ერთად პანდემიის დამარცხებაში დაგვეხმარება“, – დაწერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, ამერიკული კომპანია Moderna აცხადებს, რომ წინასწარი კვლევებით, ახალი ვაქცინა 95%-ით ეფექტურია. გერმანული მწარმოებლის BioNTech-ისა და ამერიკული Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინის წინასწარი ანალიზები კი აჩვენებს, რომ მას ადამიანების 90%-ით დაცვა შეუძლია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g