LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯუდ ლოუ ზედმეტ კილოგრამებს ებრძვის

94
safe-image

ორი თვის წინ, 47 წლის მსახიობი ჯუდ ლოუ მეექვსე შვილის მამა გახდა. ლოუსა და მის 33 წლის მეუღლეს, ფილიპა კოენს  პირველი საერთო შვილი შეეძინათ. ბავშვის სქესი ჯერჯერობით უცნობია. მსახიობი მე-6 შვილის დაბადების შესახებ ბევრს არ საუბრობს. ერთ-ერთ ინტერვიუში მან მხოლოდ ერთი სიტყვით თქვა შვილის შესახებ, სამაგიეროდ ვრცლად ისაუბრა, თუ რით იყო თვითიზოლაციაში დაკავებული. როგორც ირკვევა, ვარსკვლავი მებაღეობითაა დაკავებული.

ახლახანს ინტერნეტში პაპარაცული ფოტოები გავრცელდა. 47 წლის ლოუ ლონდონის ქუჩებში ნაცრისფერი ჰუდითა და „ნაიკის“ შორტებით ენერგიულად დარბოდა. აღსანიშნავია, რომ  ვარსკვლავი საგრძნობლადაა მომატებული წონაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები