ვირუსოლოგი ბორის კორსანტია 78 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ფორმულას ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ვირუსულოგი დღეს, 25 ნოემბერს დაიღუპა.
“სისტემა მუშაობს მაქსიმალური დატვირთვის პირობებში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ადამიანური რესურსიც ვეღარ უძლებს ასეთ დატვირთვას. სამწუხაროდ, ბევრი ჩვენი კოლეგა შეიწირა ვირუსმა. საქართველოში ვირუსოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ბორის კორსანტია შეიწირა დღეს ვირუსმა”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.