LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: GMC Yukon წინა საბურავის გარეშე გადაადგილდება – თან ისე თითქოს ყველაფერი რიგზეა

49
chikago2011255

ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც GMC Yukon ჩიკაგოს გზაზე წინა საბურავის გარეშე გადაადგილდება. ავტომობილის წინა ნაწილი ასფალტზე მიცურავს, ნაპერწკლებს ყრის, თუმცა მძღოლს ეს ფაქტი საერთოდ არ აწუხებს და გზას ისე განაგრძობს ვითომც არაფერი მომხდარა.

სავარაუდოდ, ყველგანმავალი ავარიაში მოხვდა, რის შედეგადაც ბამპერი და ერთი საბურავი დაკარგა. ავტომფლობელმა დანაკარგს დიდი ყურადღება არ მიაქცია, გზა გააგრძელა და როგორც კანონმორჩილ მოქალაქეს შეეფერებოდა, შუქნიშის წითელ შუქზე გაჩერებაც არ დავიწყებია.

კადრებში ჩანს, თუ როგორ უვლიან გვერდს Yukon–ს სხვა მძღოლები და გზას უთმობენ. როგორც ჩანს, ისინი უცნაურმა სატრანსპორტო საშუალებამ შეაშინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები