LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობა დავითაშვილის მდგომარეობა დამძიმდა: პოლიტიკოსი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს

943
1553492963

კობა დავითაშვილის მდგომარეობა დამძიმდა, ის ალადაშვილის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამ­ჟა­მად პო­ლი­ტი­კო­სი კლი­ნი­კა­ში თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბის დი­აგ­ნო­ზი­თაა გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

მას მაანკილოზებელი სპონდილიტი, ე.წ. „ბეხტერევის დაავადება“ აქვს.

დი­აგ­ნო­ზი 2017 წლის ივ­ლის­ში და­უს­ვეს. დაავადება მე-4 სტადიაშია.

კობა და­ვი­თაშ­ვი­ლი აცხადებდა, რომ ავადმყოფობა იმ ძლი­ე­რი ტრავ­მე­ბის შე­დე­გად გა­ნუ­ვი­თარ­და, რაც 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს მი­ა­ყე­ნეს, როცა მი­ტინ­გის დროს სპეც­რაზ­მე­ლე­ბი თავს და­ესხნენ და სას­ტი­კად სცემ­ეს.

ცნობისთვის, კობა დავითაშვილი, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატია.

მას მეუღლე და 5 შვილი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g