ცნობილი მთამსვლელის ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე, ენათმეცნიერი, მარინე ბერიძე სოციალურ ქსელში ოჯახის ექთანთან დაკავშირებით პოზიტიურ პოსტს ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ოჯახის ექთანი მოდუნების საშუალებას არ აძლევს.
“ჩემს ექთანს, რომელიც საკუთარი შვილივით მივლის, დედაც კოვიდით უწევს. პატარა ბავშვი ძმასთან და რძალთან ჰყავს მიბარებული. ორი კვირა აქ უნდა იცხოვროს. სკაფანდრით დადის. ხალისს და სიხარულს აფრქვევს. მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ამათ არ სჭირდებათ იაფი ტანსაცმელი. ძვირად აფასებენ სხვის სიცოცხლეს. ესეც იცოდეთ. მედპერსონალში რაღაც ცხოველი მებრძოლი სულია გაღვიძებული. ომში არიან. უპირატესობისთვის იბრძვიან. არაა ჩვენი საქმე მთლად ცუდად. მგონი”- წერს მარინა ბერიძე.