მართალია, ახალი წლის დადგომამდე კიდევ რამდენიმე კვირა რჩება, მაგრამ საახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო ქართველი სელებრითების ოჯახში.
ცოტა ხნის წინ, მოდელმა სალომე ღვინიაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საახალწლო ნაძვის ხეს რთავს. მოდელმა ტრადიცია არც წელს დაარღვია და ახალი წლის ნაძვის ხე ოჯახთან ერთად მორთო.
მოგვიანებით მოდელმა ბავშვობის სახლში დადგმული ნაძვის ხის ფოტო თაყვანისმცელებს გაუზიარა.