„ბაღის შენობიდან გადმოვარდნილ ბავშვს ქალა ტვინის ტრავმა და გულმკერდის ბლაგვი დაზიანება აღენიშნება,“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ცოტა ხნის წინ განაცხადა.
დავით სერგეენკოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე 3 წლის ბავშვის მდგომარეობა ოპერაციული ჩარევას არ საჭიროებს.
რაც შეეხება მომხდარ ინციდენტს, მინისტრის თქმით, ფაქტი საჭიროებს დეტალურ გამოძიებას, რომ დადგინდეს, სად იყო ხარვეზი.