LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დრეგ–რბოლა : Audi RS Q8 ერთდროულად BMW X6 M–სა და Porsche Cayenne Turbo S–ს დაუპირისპირდა

87
wowcarsnews2012

Youtube–არხმა Carwow გადაწყვიტა, მორიგი საოცარი რბოლა მოეწყო. ამჯერად ერთმანეთს სამი მაღალი კლასის კროსოვერი Audi RS Q8, BMW X6 M Competition და Porsche Cayenne Turbo S E-Hybrid დაუპირისპირდა. ყველგანმავალები ერთმანეთს დინამიკასა და წვიმაში ეფექტურად დამუხრუჭებაში შეეჯიბრნენ. ტრადიციის მიხედვით, გამარჯვეული რამდენიმე ცდის შემდეგ გამოავლინეს.

Porsche Cayenne Turbo S E-Hybrid კონკურენტებზე უფრო მძლავრი, მძიმე და ძვირადღირებულია. მოდელს კაპოტის ქვეშ 680 ძალის ჰიბრიდული აგრეგატი აქვს, რომელიც ბენზინის V8 4.0 ძრავისა და ელექტრო–აგრეგატისგან შედგება. „პორშეს“ მასა 2,5 ტონას შეადგენს და მისი ფასი დიდ ბრიტანეთში 12 ათასი ფუნტი სტერლინგია.

Audi RS Q8 ტექნიკურად „პორშესთან“ ძალიან ახლოსაა, თუმცა მისი წონა დაახლოებით 200 კგ–ით ნაკლებია. „ბიტურბორვიანი“ 4.0 ლიტრის ძრავი 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და კუპეს ფასი მხოლოდ 101 ათასი ფუნტი სტერლინგია.

BMW X6 M Competition 4,4 ლიტრის მოცულობის V8 ძრავითაა აღჭურვილი. აგრეგატი 625 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ბავარიული კროსოვერის მასა 2370 კილოგრამია, ფასი კი 113 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g