LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ წლები მოგვიწევს ფაროსანასთან ბრძოლა – ლევან დავითაშვილი

31

„ფაროსანა არის მნიშვნელოვანი გამოწვევა ჩვენი სოფლის მეურნეობისთვის, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აზრიურ მავნებელ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე განაცხადა.

დავითაშვილის თქმით, ფაროსანასთან ბრძოლას წლები დასჭირდება და აუცილებელია, ფერმერებამდე ინფორმაციის სწორად მიტანა და მათი ჩართულობა მავნებლის წინააღმდეგ.

„ეს არის მავნებელი, რომელიც ბევრ კულტურას ანადგურებს. ჩვენ წლები მოგვიწევს ამ მავნებელთან ბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ, ამ ბრძოლის ნაწილში ჩვენ გამოვალთ გამარჯვებულები.

“ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ გვაქვს ციტრუსოვანი კულტურები და იქაც გვაქვს თავი დასაცავი ამ მავნებლისგან. შესაბამისად, სამინისტრომ მთელი რიგი ღონისძიებები დაგეგმა წლის დასაწყისიდან იმ დრომდე, ვიდრე მავნებელი მიეცემა ძილს. მათ შორის, სპეციალურ პრეპარატებს რეგიონებში ვარიგებთ. მნიშვნელოვანი კომპონენტია ფერმერებთან ცოდნის ამაღლება, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

magti 5g