LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 დეკემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

491
mixeil-cagareli-3

გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია წვრილმანებით გატაცების, დაბნევის და საბედისწერო შეცდომის დაშვების ალბათობა. მოერიდეთ კამათს, უმჯობისია გამოიჩინოთ დიპოლატია და ნებისმიერ საკითხში სცადოთ კომპრომისის მოძიება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, საქმიანი შეხვედრების გასამართად და ახალი კონტაქტების დასამყარებლად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად და მკურნალობის დასაწყებად. მოერიდეთ თხილის, შოკოლადის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ენდოკრინულ სისტემას და თირკმელებს.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი, მწვანე, ბეჟი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და სასწორისთვის, უსიამოვნებების დაძლევა მოუწევთ კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g