თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის სკოლის დირექტორმა მე-7 კლასელი მოსწავლე სკოლაში ჰიჯაბით არ შეუშვა.
მომხდარის გამო დირექტორს მოსწავლის მშობლები რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ და განათლების სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
მოსწავლის მამა ასტანოვ თაჰირი ჰიჯაბის ტარებას ტრადიციას უკავშირებს, დირექტორს კი შვილის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს.
სკოლის დირექტორი ელზა აშიროვა “ინტერპრესნიუსთან” აცხადებს, რომ თავსაბურავის აკრძალვა სკოლის შინაგანაწესის დაცვით მოხდა.
მოსწავლის მშობლები რეაგირებას ითხოვენ, რის გამოც მათ თელავის რესურსცენტრს განცხადებით უკვე მიმართეს.