ევროკავშირის ლიდერები რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების კიდევ 6 თვით გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ.
Reuters-ის ინფორმაციით, სანქციები 2021 წლის 31 ივლისამდე გახანგრძლივდა. ევროკავშირის ლიდერები საკითხის შემდგომ განხილვას ივნისში გეგმავენ.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები უკრაინაში ინტერვენციის გამო დაუწესა. რაც შეეხება გახანგრძლივებას, როგორც Reuters-ი წერს, ბლოკის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ მოსკოვმა მინსკის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები ვერ შეასრულა.