LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიცივეში ნიღბის ტარება საზიანოა: შესაძლოა მხედველობა დაგიზიანდეთ

1915
jemchugov

რატომ არის საზიანო სიცივეში ნიღბების ტარება? ამის შესახებ განმარტებას ექიმი იმუნოლოგი, ვლადისლავ ჟემჩუგოვი აკეთებს.

”ტენიანობის დაგროვების გამო, ცივ ამინდში დამცავი ნიღბების ტარება საზიანოა. მათში კონდენსატი გროვდება და ეს კი მიკრობებს შეიცავს და სუნთქვას ხელს უშლის”. – თქვა ჟემჩუგოვმა.

მან ასევე განმარტა, რომ ცივ ამინდში ქუჩაში ნიღბების გარეშე სიარული საშიში არ არის, რადგან ნულოვანი ტემპერატურის პირობებში კორონავირუსის დაინფიცირების რისკი პრაქტიკულად ნულოვანია. ტენიანობა, რომელსაც ადამიანის სხეული ათავისუფლებს, სიცივეში იყინება. ეს ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას. როდესაც ამინდი მინუს 5-10 გრადუსია, ვირუსი მხოლოდ რამდენიმე წამით ცოცხლობს.

”გარდა ამისა, სახის ნიღბის გამო ზემოდან ცირკულირებულმა ჰაერმა შეიძლება ხელი შეუწყოს მხედველობის პრობლემებს. ადამიანისთვის მკვეთრად იზრდება მშრალი თვალის სინდრომით ან კონიუნქტივიტით დაავადებული რისკი”. – აღნიშნა, იმუნოლოგმა.

პანდემია და მსოფლიო: ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 70 მილიონს გასცდა, შეერთებული შტატები კი “ფაიზერის” ვაქცინაზე ნებართვას იღებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g