LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემია და მსოფლიო: ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 70 მილიონს გასცდა, შეერთებული შტატები კი “ფაიზერის” ვაქცინაზე ნებართვას იღებს

101
Covid-19. Concept health safety protection coronavirus epidemic

მსოფლიო კოვიდპანდემიის ახალ, უფრო მასშტაბურ ტალღას ებრძვის. საგანგაშოდ იზრდება ყოველდღიურად ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა და ამის საფუძველზე, ჯანდაცვის ექსპერტები აცხადებენ, რომ მსოფლიოს კრიზისული ზამთარი ელის.

Worldmeters-ის  სტატისტიკური მონაცემების დაფაზე დღეს ახალმა მილიონმა დაიწყო ათვლა – მსოფლიოში დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 70 მილიონს გასცდა.

თითქმის 50 მილიონი ადამიანი უკვე განკურნებულია კოვიდ 19-ით. თუმცა, ასევე შემაშფოთებელია გარდაცვლილთა რიცხვი – 1 588 444 ადამიანი.

 

15-მდეა გაზრდილი იმ ქვეყნების რაოდენობაც, სადაც კოვიდდადებითი ადამიანების რიცხვი მილიონს აჭარბებს.

პირველ ადგილზე კვლავ აშშ რჩება, სულ, 16 მილიონი შემთხვევითა და 299 692 გარდაცვლილით.

შტატების ჯანდაცვის სისტემა ამ მაჩვენებლებს უძლებდა, თუმცა ჯანდაცვის ექსპერტების ვარაუდით, სხვადასხვა მოახლოებული დღესასწაული და შეკრებებით გამოწვეული ახალი შემთხვევები, საგანგაშოდ გადატვირტავს სამედიცინო სექტორს.

დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ახლა შტატები ელის “ფაიზერისა” და ბიოენტექის” ვაქცინას და ნებართვას მისი გამოყენების შესახებ.

რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაცია კი ნამდვილად იმედისმომცემი იქნება შტატების მაცხოვრებლებისთვის – ხუთშაბათს, სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა საბჭომ “ფაიზერის” ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა. 

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა კომიტეტის 17-მა წევრმა, 4 წინააღმდეგი აღმოჩნდა, ერთს პოზიცია არ დაუფიქსირებია.

როგორც ცნობილია, ვაქცინაცია თავდაპირველად ექიმებს ჩაუტარდებათ.

 

magti 5g