LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია: კალაძე აფრიკის დასახლებაში დაპირისპირებაზე

181
BeFunky-collage (2)

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე დაპირისპირებებს თბილისის მერი ეხმაურება და ამბობს, რომ იქ გამოსულ მოსახლეობას აქვს სახლები და მიწები და ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ მიწების დატაცებს.

როგორც კალაძე აღნიშნავს, ის თავისი მერობის პერიოდში არ დაუშვებს, რომ სახელმწიფო ქონების უკანონოდ დატაცება მოხდეს.

“იქ არავინ არ ცხოვრობს, ეს არის დატაცებული მიწები. მიზანმიმართულად ხდება ამ კონკრეტული ტერიტორიების დაკავება, გარკვეული შენობა-ნაგებობების განთავსება, რომ შემდეგ, წლების მერე მოახდინონ ამ მიტაცებული მიწების მითვისება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ესენი არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ სახლები, არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ მიწები და ა.შ. არ გამოვრიცხავ, ამის უკან იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობენ ამაზე

ვისაც სახლი არ აქვს, არსებობს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია. ყველანაირად უზრუნველვყოფთ მათ. ან მეორე ვარიანტია ადამიანების, რომლებსაც სახლი დაენგრათ, ამისთვის გამგეობები გამოყოფს თანხებს და შეგვიძლია ამ ოჯახების იჯარით გაყვანა, რომ არ დარჩნენ ქუჩაში“ – განაცახადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მერიის ზედამხედველობის სამსახური იქ არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს ცდილობს.

“ბავშვებს შეშა არ აქვთ რომ გავათბო და მე ყვითელი მარშუტკების „გარჟში“ მძინავს” – აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები